17 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
„რატომ მიეცით საშუალება, რომ ყველაფერი წაეშალათ და დაეფორმატებინათ ტელეფონები" - კამათი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

საგამოძიებო კომისიის სხდომა მთელი დღეა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, დეპუტატები ერთმანეთს რამდენიმეჯერ დაუპირისპირდნენ.

მათ შორის ერთ-ერთი ეპიზოდი უკავშირდება ოთარ კახიძის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელმაც პოლიციის წარმომადგენლებს ჰკითხა, რატომ არ ამოიღეს მათ მირზა სუბელიანის შვილის და მისი დეიდაშვილის ტელეფონები, როდესაც არსებობდა ინფორმაცია, რომ მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა და ასევე არ იყო გამორიცხული, რომ მათ კონტაქტი ჰქონოდათ სოციალური ქსელით.

„რატომ მიეცით საშუალება, რომ ყველაფერი წაეშალათ ორი კვირის განმავლობაში და დაეფორმატებინა ტელეფონები 6-ჯერ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამომძიებლის ინფორმაციით, ტელეფონები ამოღებული იქნა, საიდანაც აღდგენილი იქნა ინფორმაცია, თუმცა, ის მნიშვნელოვანი არაფერი აღმოჩნდა. მისივე თქმით, ტელეფონების მოგვიანებით ამოღება უკავშირდებოდა გამოძიების ტაქტიკას.

ოთარ კახიძეს შენიშვნა მისცა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც  აღნიშნა, რომ ოპერატიული საქმიანობა შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მისი გამჟღავნების მოთხოვნა პოლიციიის წარმომადგენლებისთვის დაუშვებელია.

„დავხუროთ მაშინ შეხვედრა და ისე ვიკითხოთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები