„თქვენ გაშიფრული ივანიშვილი ხართ. თქვენ იმიტომ გაგებინებენ ტენდერებს, რომ გახარიას შეუთვალეს,“ - ასე მიმართა რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულ პაატა დევრიშაძეს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ.
ენმ-ის წევრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თავად პეტრე დევრიშაძემ ითხოვა გადაცემა არჩევანში მიეცათ საშუალება, მურთაზ ზოდელევასთვის კითხვა დაესვა.
პეტრე დევრიშაძე დაინტერესდა, რატომ შემოდო ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თაროზე მისი საჩივარი, რომელიც მან ციხიდან გამოაგზავნა 2010 წელს. საჩივარი კი შეეხებოდა ბათუმის მერის ასლან სმირბას მიერ მითვისებულ 100 ათას დოლარს.
მის საპასუხოდ მურთაზ ზოდელავა დაინტერესდა, რა რაოდენობის აქტივს ფლობდა ის რუსეთში და რისი დაკარგვის სანაცვლოდაც მოაწერა ჯაშუშობას ხელი.
„რამდენის აქტივს ფლობდით რუსეთში? რუსეთში ხომ გქონდათ აქტივი? რას დაემუქრნენ, რის გამოც მოაწერეთ ხელი?“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
პეტრე დევრიშაძის განცხადებით, მურთაზ ზოდელავა ცრუობს და ის არანაირ აქტივს არ ფლობდა და ფლობს რუსეთში.