17 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
"მე მას სასამართლოში ვუჩივლებ" - სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტი პეტრე დევრიშაძისგან ბოდიშს ითხოვს

სტუდია მონიტორის ჟურნალისტი პეტრე დევრიშაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გიორგი მგელაძე აცხადებს, რომ რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული დევრიშაძე მას ბრალს სდებს, რომ ის მოსყიდულია, ამიტომ მას მოუწევს პასუხის გაცემა.

„ის მდებს ცრუ  ბრალს, რომ მე ვარ, თითქოს, მოსყიდული. ბატონ პეტრეს, იმედი მაქვს, რომ სასამართლოში მოუწევს იმის მტკიცება, ვინ მომისყიდა, როდის, რამდენი გადამიხადა და ა.შ. მე მას სასამართლოში ვუჩივლებ, როგორც სტუდია მონიტორის ჟურნალისტი პატივისა და ღირსების შელახვისთვის,“ - განაცხადა გიორგი მგელაძემ. 

დღის ამბები