მთავარი პროკურორობის კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება. ბოლო მონაცემებით საპროკურორო საბჭოში 21 განაცხადია შესული, მათგან "ქართული ოცნების" ფავორიტად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე სახელდება. კანდიდატებს შორის არის ირაკლი ნადარეიშვილიც, რომელსაც ასევე აქვს ხელისუფლების მხარდაჭერა. მთავარი პროკურორობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა ”ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” თავმჯდომარემ იურისტმა ალექსანდრე კობაიძემ.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და მივუსამძიმრო ბატონ ზაზა სარალიძეს, რომ არა იგი, ვერ დამტკიცდებოდა ის, რასაც აქამდე ვიძახდით და არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული, რომ პროკურატურაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ დანაშაულს და კერავდნენ საქმეებს.
"კარგია, რომ საჯარო გახდა და დადასტურდა, რომ მთავარ პროკურატურაში იკერებოდა საქმეები. ჩემი მთავარი მოსვლის გარანტი იქნება ის, რომ მე ვიქნები ობიექტური და გამორიცხულია, რომ ჩემთან ვინმე საქმე ჩააწყოს.
"მე იმედს ვიტოვებ რომ ისინი რეალურად შეხედავენ პრობლემებს, რომელიც მთავარ პროკურატურაში არის. თუ აირჩევენ ისეთ კანდიდატს, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ასოცირება მოხდება სისტემა არ შეიცვლება. რა მნიშვნელობა აქვს შოთაძე იქნება თუ თადუმაძე იქნება?“- აცხადებს ”ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე.