თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სოფელ ყარაჯალასთან ერთმანეთს „ოპელისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ „ოპელის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი ორი მგზარი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სამაშველო ჯგუფები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.