17 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
"მე ვიღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას"-ნანა ფილაური მთავარი პროკურორის თანამდებობისთვის იბრძოლებს

მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავების სურვილი  ბოლო მონაცემებით ოცმა კანდიდატმა გამოთქვა. სწორედ ამ რაოდენობის განაცხადია შესული საპროკურორო საბჭოში. კანდიდატებს შორისაა ადვოკატი ნანა ფილაური. მისი თქმით პროკურატურაში არის ძალიან დიდი პრობლემები და უწყებას ძალიან უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, რის გამოც მან მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

„მე ვფიქრობ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მე ვიღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ვფიქრობ იმისთვის, რომ არ დაზარალდეს, კიდევ უფრო მეტად მართლმსაჯულება, არ დაზარალდეს სამართლებრივი სიკეთე, მე ვფიქრობ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს,“-განაცხადა ნანა ფილაურმა

ამავე თემაზე
დღის ამბები