17 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის პოსტზე - მმართველი გუნდი ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები  მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძის მიმართ სიმპათიებს  გამოხატავენ, თუმცა ღიად არ აფიქსირებენ თუ ვის დაუჭერენ მხარს.  თადუმაძეს ამ დროისთვის  მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. მანამდე შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო.  

„წინასწარ კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით გუნდში არ გვქონია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპებით და იმ კრიტერიუმებით რაც კანონით მოეთხოვება კანდიდატს,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შალვა თადუმაძის გამოცდილებაზე საუბრობს ლევან გოგიჩაიშვილი. ის ამბობს, რომ თადუმაძე გამოცდილი იურისტია.

„თადუმაძე კარგი ადვოკატი იყო და მაშინ როდესაც წინა ხელისუფლებას მე პატიმრობაში ვყავდი თადუმაძე შემოდიოდა, ვხვდებოდი ხოლმე. მაღალი კლასის ადვოკატი იყო,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რჩეულთან დაკავშირებით არ საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით ჯერ კანდიდატებთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.

„არ მაქვს მე ჯერ ჩამოყალიბებული ჩემი პოზიცია. მე მგონი, რომ არის რამდენიმე კანდიდატი, რომელიც სათანადოდ დაიჭერდა ამ ადგილს,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე სამი საათი რჩება. ბოლო მონაცემებით საპროკურორო საბჭოში 20 განაცხადია შესული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები