17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ლევან კორტავას ოჯახი და "თავისუფალი საქართველო" სოზარ სუბარის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

გეგუთის ციხეში 2013 წელს გარდაცვლილი ლევან კორტავას მამიდა მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრი ამტკიცებს, რომ 5 წლის წინ ახალგაზრდა მამაკაცი სამინისტროს მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოკლეს და მტკიცებულებები სოზარ სუბარის დავალებით გააყალბეს.

დაზარალებულმა მხარემ „თავისუფალ საქართველოსთან“ ერთად საქმეზე სამართლებრივი დასკვნა მოამზადა და პროკურატურას ახალი გამოძიების მოთხოვნით გადაუგზავნა.

„ეს იყო არა პატიმრებს შორის ჩხუბი, არამედ ეს იყო სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდნენ სამინისტროს უმაღლესი ჩინები, მინისტრი, სოზარ სუბარი და გენინსპექციის მაშინდელი უფროსი მირზა სუბელიანი. პროკურატურისგან ვითხოვთ, რომ სოზარ სუბარი მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც ადამიანი, რომელაც კიბეზე დაგორების ვერსია მოიგონა და დანაშაულში მონაწილეები დამალა,“- განაცხადა პარტია „თავისუფალ საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.

დღის ამბები