17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
უბედური შემთხვევა სამეგრელოში - ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა.

ადგილობრივების თქმით, მოზარდი უმცროს ძმასთან და იმავე სოფლის მკვიდრ თანატოლთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა. ბიჭი მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე ავიდა და დენმა დაარტყა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

„ავიდა მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე, რა დროსაც თავი მიადო მავრთულებსო. თავის თანაკლასელი იყო იქ ერთი და მეორე პატარა ძმა“-ამბობს ადგილობრივი როზა ბულია.

დღის ამბები