17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
იუსტიციის სახლთან არასრულწლოვანის დაკავების ფაქტზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

ჩაიდინეს თუ არა პოლიციის თანამშრომლებმა გადაცდომა - შსს-მ იუსტიციის სახლთან დაკავებული არასრულწლოვნის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით განმარტებები დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ის რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, არ გვაქვს შესაბამისი სერვისები  იმისთვის, რომ არასრულწლოვნების რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია განსაკუთრებით 14 წლამდე ასაკის პირების მოვახდინოთ, ეს არ ნიშნავს  იმას, რომ აქედან გამოსავალი არის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა, ეს გახლავთ ჩემი პოზიცია. ამ  ფაქტს რაც შეეხება,  ამასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა და ვსწავლობთ საკითხს, ხომ არ ჰქონდა პოლიციელების მხრიდან რაიმე გადაცდომას ადგილი მაშინ როდესაც არასრულწლოვნის განყოფილებაში გადაყვანა განხორციელდა,“-განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა. 

არასრულწლოვანს გამოძიება 80-მდე სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობას ედავება. 14 წლის მოზარდი "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიის გაქურდვის ფაქტის გამო დააკავეს. 

დღის ამბები