24 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობის საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფი დღეს არასრულწლოვნებს გამოკითხავს

ხორავას ქუჩის მკვლელობის საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფი დღეს არასრულწლოვნებს გამოკითხავს. დეპუტატები ინფორმაციას ინციდენტში მონაწილე მოზარდებისგან მიიღებენ. პროცესში ფსიქოლოგებიც ჩაერთვებიან. მომდევნო ეტაპზე კი დეპუტატები სკოლის დირექტორებს მოუსმენენ. გაფართოებული ფორმატით კომისია უკვე შაბათს შეიკრიბება. დეპუტატები განმარტებებს თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუასგან ელოდებიან - გაგზავნილი მოწვევის მიუხედავად, რატომ არ დაესწრო ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი კომისიის წინა სხდომას.

 

დღის ამბები