17 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს

11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს და სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრებში ჩაერთვება.

შეხვედრაზე საუბარი  შეეხება, როგორც  საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე თავდაცვისუნარიანობასაც.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და გენშტაბის უფროსი.

საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე საუბრობს და ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საქართველოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლის საფრთხის წინაშეც საქართველო დგას, ალიანსის ყურადღების კონცენტრირებაა.

„პირველად ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა, საქართველოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება კონკრეტულად საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე,“- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები