17 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
რეკორდული სიცხეები საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში - მეცნიერები საგანგაშო ტენდენციაზე ალაპარაკდნენ

საქართველოს მსგავსად, მაღალი ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.

ქალაქები, სადაც ყველაზე დიდი სიცხე იყო, „ვაშინგტონ პოსტმა“ დაითვალა. სტატიის ავტორი წერს, რომ რამდენიმე ქვეყანაში ბოლო 100 წლის რეკორდიც მოიხსნა. ამ მონაცემებმა მეცნიერები საგანგაშო ტენდენციაზე აალაპარაკა.

გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავისა და კლიმატის ცვლილებების მკვლევარის, რეზო გეთიაშვილის პროგნოზით, მომავალ წლებში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. მკვლევარი ტემპერატურის სწრაფ მატებასთან ერთად სტიქიური კატასტროფების რისკის გაზრდასაც ვარაუდობს.

ასტროფიზიკოსი მაია თოდუა ამბობს, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად რეკორდული ტემპერატურის დაფიქსირება საგანგაშოა და მეცნიერებმა ამის ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინონ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და საქართველოს გასული წლების სტატისტიკაზე საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენები მომატებულია.

სინოპტიკოსებმა მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი უკვე დაადგინეს. გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი ზაფხული ყველაზე ცხელი იქნება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები