18 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
წულუკიანი მთავრობის შემადგენლობაში რჩება - "კურიერის" ინფორმაციით, ის კვლავ იუსტიციის მინისტრის პოსტს დაიკავებს

„კურიერის“ ინფორმაციით, მთავრობის ახალმა მეთაურმა იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანის თანამდებობაზე დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. „რუსთავი 2-ის“ ცნობით, სავარაუდოდ, წულუკიანი მთავრობის ახალ შემადგენლობაშიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი კახა კალაძემ გააკეთა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, პრემიერ მამუკა ბახტაძეს მინისტრობის სხვადასხვა კანდიდატთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა კახა კალაძემ არ დააკონკრეტა, ვინ დარჩება მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

„უმრავლესობაში კონსულტაციები იყო, პრემიერს ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც მოხდა მსჯელობა სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით, კანდიდატებთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება, შემდეგ კანონის შესაბამისად, ალბათ, მოხდება კომიტეტებში მოსმენა, კითხვების დასმა, შემდეგ უმრავლესობა-უმცირესობა, შემდეგ უკვე პარლამენტი დაამტკიცებს ახალ მთავრობას. კონკრეტიკაზე თავს შევიკავებ, თავად პრემიერი ისაუბრებს ამაზე,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები