29 სექტემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში - არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. 

შემთხვევა ცოტახნის წინ, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობთ არ ვრცელდება. დეტალების დაზუსტებას "რუსთავი2" შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. 

დღის ამბები