17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ხორავას ქუჩის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფი სხდომა არასრულწლოვნების გამოკითხვით გაგრძელდება

ხორავას ქუჩის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფი სხდომა დღეს კვლავ არასრულწლოვნების გამოკითხვით გაგრძელდება.

მოზარდებთან გასაუბრება ისევ ფსიქოლოგების ჩართულობით მოხდება. მათგან მიღებული ინფორმაცია კომისიის დასკვნაში აისახება.

ხვალ კი კომისიის გაფართოებულ ფორმატზე სკოლების დირექტორების გამოკითხვა იგეგმება.

დეპუტატები თბილისის დეტექტივების სამმართველო უფროსს, იოსებ სიგუასაც მოუსმენენ, რომელიც წინა სხდომაზე მიწვევის მიუხედავად არ გამოცხადდა.

დღის ამბები