17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის წევრების მტკიცებით, მოზარდების გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციაზე ჯერ გამოძიებას არ უსაუბრია

მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფის სხდომაზე გვიანობამდე გაგრძელდა არასრულწლოვნების გამოკითხვა. გამოიკითხნენ მოზარდები, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ.

დეპუტატების შეხვედრა მოზარდებთან დახურულ ფორმატში შედგა და მას მხოლოდ ფსიქოლოგები ესწრებოდნენ.

კომისიის წევრები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ რომ ინფორმაცია, რომელიც მოზარდებისგან მიიღეს ახალია და ამის შესახებ გამოძიებას არასდროს უსაუბრია.

დღის ამბები