ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. "მაზდას" მარკის ავტომობილი დიდუბეში, ე.წ. ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.