ფემიციდის სტატისტიკა საქართველოში - საკითხზე მუშაობას საზოგადოების კონკრეტული ჯგუფი იწყებს.
მათი მიზანი მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია და მათთვის ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
საბოლოოდ დაგეგმილია, რომ შეიქმნას ბაზა, რომელიც მიზანიც ფემიციდის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის დადგენა იქნება.
ასეთი შეხვედრა გუშინ გურიაში გაიმართა. საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მოუწოდებენ ყველას, ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მათ მიაწოდონ. უკვე ამუშავებულია სპეციალური ვებ გვერდი.