სტიქიამ ჭუბერში საცხოვრებელი სახლები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა.
მოსახლეობა ამბობს, რომ სრულად განადგურებულია ის ტერიტორია, სადაც მოსავალი მოჰყავდათ.
რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს - „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე დატბორილი სოფელი გადაიღო.
კადრებში კარგად ჩანს, რომ წყალმა მთლიანად გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ოთახებში დამდგარი შლამი.
თუმცა ადამიანების ევაკუაცია დატბორილი სახლებიდან არ მომხდარა. ისინი საკუთარი ძალებით ცდილობენ სახლებიდან წყლისა და შლამის ამოტუმბვას. სახლების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია.
ჭუბერში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. ხდება სტიქიის კერების ლოკალიზება, თუმცა ამინდი კვლავ ნალექიანია, ამის გამო სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მთის ნაშალი ისევ ჩამოვიდეს და სტიქია განმეორდეს.