ჭუბერში სტიქიას მოსახლეობა ლოკალურად, საკუთარი ძალებით ებრძვის. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სახლში, საიდანაც შევარდნილი წყლისა და დამდგარი შლამის ამოტუმბვა ვერ ხერხდება მოსახლეობას გადარჩენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გააქვს.
ჭუბერში სტიქიის გამო რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები ადამიანების ევაკუაცია დატბორილი სახლებიდან არ მომხდარა.
ისინი საკუთარი ძალებით ცდილობენ სახლებიდან წყლისა და შლამის ამოტუმბვას. სახლების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია.