"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, თბილისში და საქართველოს რეგიონებში, გარანტიის სერტიფიკატების გადაცემას განაგრძობენ.
ამჯერად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა სერტიფიკატი კასპში მცხოვრებ ემზარ გულიევს გადასცა, რომლის სახლიც ბანკს აუქციონზე აქვს გატანილი.
დაზარალებულმა სესხი ბანკიდან მცირე ბიზნესისთვის აიღო, რომელმაც არ იმუშავა და ახლა ემზარ გულიევი, საკუთარ სახლს კარგავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილმა დაზარალებულის პრობლემა შეისწავლა და მას გარანტიის სერტიფიკატი გადასცა.
„გავაცანით ჩვენი პარტიის ახალი ინიციატივა, რის შესახებაც ჩვენ ვესაუბრეთ მას და შესაბამისი საგარანტიო სერტიფიკატი გადავეცით,რის შემდეგაც მოხდება მათი პრობლემების შესწავლა, ხოლო მათ მიერ ბანკთან მიმართებაში აღებული კრედიტების სრულად დაფარვა,“- განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.
გარანტიის სერტიფიკატი ყველა იმ დაზარალებულს გადაეცემა, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაზარალდა. ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შეიქმნება 2.5 მილიარდიანი სახელმწიფო ფონდი, საიდანაც ზარალი ანაზღაურდება.