17 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
მშვიდობის კორპუსის 56-მა მოხალისემ ფიცი დადო

მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა, რიგით მეთვრამეტე ჯგუფი საქართველოში მუშაობას იწყებს. დღეს, 56-მა მოხალისემ ფიცი დადო. სპეციალისტები, მთელს საქართველოში გადანაწილდებიან, 41 მათგანი სხვადასხვა სკოლაში, ინგლისურის მასწავლებლებად დაიწყებს მუშაობა, ხოლო 15 ორგანიზებული მრჩეველი იქნება სხვადასხვა კომპანიებში.

მოხალისეები საქართველოში ორ წელს დარჩებიან და სხვადასხვა რეგიონებში იმუშავებენ.

მოხალისეების ფიცის დადების ცერემონიალს, შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: ელიზაბეთ რუდი დაესწრო. მან შეაჯამა მშვიდობის კორპუსის წევრების ყოფნა საქართველოში და თქვა, რომ 2001 წლიდან დღემდე საქართველოში ჩამოსულია 800-ზე მეტი მოხალისე.

ელჩმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ მშვიდობის კორპუსის არსებობა ამერიკის მხრიდან, საქართველოსადმი ერთგულების გამოხატულებაა.

„2001 წლიდან, 800ზე მეტმა მშვიდობის კორპუსის მოხალისემ იმსახურა საქართველოში, მშვიდობის კორპუსი არის სიმბოლო ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი ერთგულების. ეს მოხალისეები თავისი ცხოვრების ორ წელს მიუძღვნიან სამსახურს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა თემებში“ განაცხადა- ელიზაბეთ რუდმა.

მშვიდობის კორპუსის მოხალისე, ლორა ბენეტი, ამბობს რომ საქართველოში ამ პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებას აპირებს.

„პროექტის ფარგლებში მე ვითანამშრომლებ, ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ჩემს კოლეგებთან ერთად, შევეცდებით ხელი შევუწყოთ ამ ორგანიზაციის განვითარებას გაზრდას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაყოფიერად გამოვიყენო ეს პერიოდი“ განაცხადა- ლორა ბენეტიმ.

დღის ამბები