არტ-გენი 2018 თბილისის ტური 8-დან 15 ივლისის ჩათვლით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება. არტ-გენი წელს მეთხუთმეტედ მასპინძლობს მაყურებელს და მისი მიზანი ფოლკლორის განვითარებაა.
არტ-გენის მაყურებელი ტრადიციულად სუხიშვილების, რობი კუხიანიძის, ჯგუფ „ფრანის“ და ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტს დაესწრება, ასევე გაიმართება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. წელს პირველად არტ-გენი ჰიპ-ჰოპის დღეს გამართავს.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალი დიდ პოპულარიზაციას უწევს ქართულ ეთნოკულტურას და ხდება თაობების ცვლა ანსამბლებში, რომელიც უკვე 15 წელია მონაწილეობენ არტ-გენის ფესტივალზე.
კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელოვნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირინე საგანელიძე, არტ-გენის განვითარებაზე, ფესტივალის ორგანიზატორების დიდ დამსახურებებზე და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერაზე საუბრობს.