ჭუბერში ამინდი გაუარესდა. სტიქიის ზონაში ისევ წვიმს. ნალექის მატების მიუხედავად, საგანგებო შტაბის წევრები აცხადებენ, რომ სოფელს განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება თუმცა, ამ წუთებში, კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ნენსკრა ერთ-ერთ სახლს საძირკველს აცლის.
„ინგრევა უკვე სახლი, დანგრეულია. სახლის ნახევარი კი არა მეტი, მთლიანად წაღებულია. ძირი აქვს გამოჭმული,“-ამბობს ადგილობრივი.
ცინდელიანების ოჯახი, რომელსაც სახლი ეკუთვნოდა, გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. დაცლილია მდინარის პირას მდებარე მეორე საცხოვრებელი სახლიც, რომლის ეზოს ნაწილიც სავარაუდოდ, წაღებულია.