17 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
"პრემიერმა მთხოვა პირადად გადავცე ამ ორ ოჯახს, რომ მათ ახლი სახლები ექნებათ“ - სუბარი ჭუბერში დაზარალებულებზე საუბრობს

ჭუბერში ისევ წვიმს. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ საძირკველი ორ სახლს გამოაცალა.

ერთი სახლი თითქმის უკვე ჩამოშლილია, ცოტა ხნის წინ სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა.

იგივე სფრთხე ემუქრება მეორე საცხოვრებელ სახლს, რომელიც ცინდელიანებს ეკუთვნის. ორივე ოჯახი ევაკუირებულია. ადგილზე იმყოფებიან პოლიცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. მინისტრის თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა პრემიერს, რომელმაც სტიქიის ზონა რამდენიმე საათის წინ დატოვა.

„დღეს დილიდან გაჩნდა საფრთხე ვერ მოხერხდა მათ გადარჩენა ერთ-ერთი პრაქტიკულად არ არსებობს, მეორესაც საფრთხე ემუქრება. საფრთხე არის არამხოლოდ იმ სახლებზე საფრთხეა ჩვენზეც აქ ვინც ვდგავართ. მე ერთი წუთის წინ დავასრულე საუბარი პრემიერთან დამაბარა მოსახლეობასთან რომ ყველას დავუდგებით გვერდით, მთხოვა პირადად გადავცე ამ ორ ოჯახს, რომ მათ ახლი სახლები ექნებათ,“-განაცხადა სუბარმა.

გარდა ჭუბერისა, ცოტა ხნის წინ ბეჩოს მონაკვეთში ძლიერი წყალი მოვარდა, რა დროსაც ხეობაში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მესტიაში, სოფელ ბეჩოში, ადიდებულ მდინარეში შესული მამაკაცი წყლიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს.

დღის ამბები