17 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ძაბვის ვარდნის გამო მეტროსადგურმა "უნივერსიტეტი" ნახევარი საათით ფუნქციონირება შეაჩერა

ძაბვის ვარდნის გამო დღეს საღამოს დაახლოებით ნახევარი საათით შეაჩერა ფუნქციონირება თბილისის მეტროპოლიტენის სადგურმა „უნივერსიტეტი.“

ამ დროს სადგურში მყოფ მგზავრებს ტერიტორია დაატოვებინეს. გვირაბებიდან ევაკუაცია არავის დასჭირვებია.

ელექტროენერგიის ნორმალურ რეჟიმში მიწოდების აღდგენის შემდეგ სადგურმა ფუნქციონირება განაახლა.

დღის ამბები