17 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
საქართველო თავდაცვის მინისტრის და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ავღანეთში იმყოფებოდნენ 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვიზიტი ავღანეთში შედგა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ვლადიმერ ჩაჩიბაია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდნენ.

ამერიკელ გენერალთან საუბრის დროს, ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად განაგრძობს. გენერალმა ნიკოლსონმა ქართველი სამხედროების კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს უმაღლესი შეფასება მისცა.

„ის არის საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი, მან კიდევ ერთხელ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნა, რომ საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა, მათ შორის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები