17 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ზაზა სარალიძე პროკურატურისა და შს სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურატურაში მივიდა. ზაზა სარალიძე მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდება.

სარალიძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. შეხვედრას სახალხო დამცველი ესწრება.

შეხვედრის დაწყების წინ ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურაში დააყენებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულების საკითხს, რომელიც მიხეილ კალანდიას მიმართ ბრალის წარდგენის შესაძლებლობას გულისხმობს.

„ჩვენ მოვისმენთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც იგეგმება უახლოეს მომავალში. ასევე, ჩვენი მხრიდან დაყენებული იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილი მეორე რეკომენდაციის შესრულების საკითხი და მოვისმენთ მათგან იმ სამართლებრივ შეფასებას, რაც გაჩნიათ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მეორე რეკომენდაციაა, რომელიც გულისხმობს მ.კ.-ის მიმართ ბრალის წარდგენის შესაძლებლობას,“ - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ზაზა სარალიძე ელოდება კითხვებზე პასუხებს - რატომ არიან 7 თვის განმავლობაში მისი შვილის მკვლელები თავისუფლები.

ამავე თემაზე
დღის ამბები