მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია საქართველოს ეწვევა. ის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტზე სიტყვით გამოვა.
თბილისში სამიტზე მყოფებს სოფია სიტყვით 18 ივლისს დაგეგმილი სესიის ფარგლებში, „ინოვაციები საჯარო სერვისებში“, მიმართავს. სესიაზე ასევე, ისაუბრებენ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე.
სოფია მსოფლიომ გასულ წელს გაიცნო, რომელსაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა.