17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
"როცა ეს სტიქიური მოვლენები ხდება, მაშინ კი არ უნდა იფიქროთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი"- ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ჭუბერში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

პატრიარქმა განცხადება დღეს წმ. ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას გააკეთა. 

ილია მეორის განცხადებით, აუცილებელია არსებობდეს სათანადოდ აღჭურვილი სპეციალური უწყება, რომელიც მსგავს საფრთხეებს წინასწარ განსაზღვრავს და მოსახლეობას ზარალის თავიდან ააცილებს.

პატრიარქი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.

„დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმის შესახებ, როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ სტიქიური მოვლენებისაგან. როცა ეს სტიქიური მოვლენები ხდება, მაშინ კი არ უნდა იფიქროთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მეცნიერები, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სძლიონ ამ მოვლენებს,“- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

დღის ამბები