ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ მთავარი პროკურატურა დატოვა. ზაზა სარალიძე პროკურორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სახალხო დამცველიც ესწრებოდა.
მოკლული მოზარდის მამამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
სარალიძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ნესტან ლონდარიძის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საუბრისგან თავს იკავებენ.
ადვოკატმა პროკურატურაში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვნად შეაფასა.