17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის სამკაციანი ჯგუფები ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნებს გამოკითხავენ 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიიის სამკაციანი ჯგუფები არასრულწლოვნებს შეხვდებიან.

9 და 10 ივლისს კომისიის წევრებს დაგეგმილი აქვთ ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნების გამოკითხვა.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კი მუშაობას 11 ივლისს განაახლებს. 

დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა შს სამინისტროს წარმომადგენლებს და თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს მოუსმინეს. 

დღის ამბები