ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის მოსახლეობა ხელისუფლებას პირობის შესრულებას და ლამპიონებში ნათურების დამონტაჟებას სთხოვს.
მათი მტკიცებით, განათება სოფელში არჩევნების წინ ხმების სანაცვლოდ დააყენეს, თუმცა ამჟამად ის აღარ ფუნქციონირებს.
„აწი რომელი მოვა არჩევნებზე ჩვენთან და ხმებს წაიღებს, აქ ვერცერთი ამოვა,“- განაცხადა ჭანჭათის მცხოვრებმა, ლილი დუმბაძემ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით სიბნელისა და მგლების შიშით ისინი ქუჩაში ვეღარ გადიან. ასევე, სოფელ ჭანჭათის მოსახლეობა გზების მოწესრიგებას, გაზისა და წყლის შეყვანას ითხოვს.
„პრობლემა არის გზა, განათება. არჩევნებზე მოგვიტანეს ესენი, დაგვიყარეს, ხმების სანაცვლოდ გაგვიკეთებთო, გვითხრეს, მაგრამ დღესაც ასეა. ბევრჯერ ყოფილა, რომ აქ მგელი ყოფილა მოსული, მეშინია,“- განაცხადა ადგილობრივმა, მთვარისა მელუამ.