17 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამომძიებელი ჟურნალისტების შესაძლო გაშვება - ზაზა სარალიძე პროტესტის ახალი ტალღის დაწყებას არ გამორიცხავს

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, შესაძლოა, გამომძიებელ ჟურნალისტთა ის ჯგუფი გაუშვან, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, მაუწყებლის შენობასთან მივიდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა. 

ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ მან პროტესტის ახალი ტალღა დაიწყოს.

„ფილმი, ვინც გადაიღო, იმ ხალხის გაშვებას აპირებენ სამსახურიდან. ამ ფილმის გამო ხდება ყველაფერი, ამ ფილმის გამო უშვებენ იმ ადამიანებს, ვინც გადაიღო ეს ფილმი. პირდაპირ კავშირშია,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს სურს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს შეხვდეს და გაესაუბროს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები