თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას ბრალი წაუყენეს. გამოძიება ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.
კუპრავას თქმით, მას ბრალი დაუმძიმეს, რადგან მანამდე გამოძიება 366-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, დღეს კი 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიად კუპრავამ ბრალდების ერთი მონაკვეთი წაიკითხა, სადაც ნათქვამი:
„პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება,“ - განაცხადა კუპრავამ.