ჭუბერის თემში სამხედრო ტექნიკა მუშაობს. სპეციალისტები მდინარის კალაპოტს ასუფთავებენ, რის შემდეგაც დროებითი ხიდის მონტაჟი დაიწყება.
პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რომელიც სტიქიამ ადგილობრივ მოსახლეობას მიაყენა.
კონკრეტული რიცხვი ჯერ ცნობილი არ არის. ზარალს ითვლის მუნიციპალიტეტიც, სოფელ ხაიშიდან ჭუბერამდე საჭიროა ნენსკრას კალაპოტის გასუფთავება ნაშალი მასალისგან, ასევე აღსადგენია მდინარის გასწვრივ მოწყობილი ბეტონის ჯებირები.