ვაკის მედიათეკაში, ყოველწლიური ვაკის დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმის მიზანია, ხელშეწყობა სამუშაოს მაძიებლისთვის, სამუშაო ადგილების შეთავაზება და დასაქმება.
ფორუმზე მისულ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს გაეცნოს 17-მდე კომპანიის შეთავაზებულ 2000-ზე მეტ ვაკანსიას და მისთვის სასურველი შეარჩიოს.
კერძო სექტორმა სამუშაო ადგილები გაყიდვების, ტურიზმის და სამშენებლო სფეროდან წარადგინა.
ფორუმი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით, წელს მეშვიდედ ტარდება.
დასაქმების ფორუმი 13 ივლისს აჭარაში, ოქტომბერში კი აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარდება.