საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სასტუმრო “ველმონდის”, ყოფილი “ლეო გრანდის” შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნას, სასტუმროს იურისტი კახაბერ წერეთელი ეხმაურება.
ადვოკატის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მოულოდნელობა იყო. კახაბერ წერეთელი საუბრობს, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება სასტუმროს მხრიდან ხორციელდებოდა.
„რთული მოულოდნელობა იყო ამ ფორმით ამ ნაბიჯის გადადგმა, რაც გადაიდგა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, ვინაიდან, რეკომენდაციები მათ მიერ მიეცა სასტუმროს, 2 აპრილის რეკომენდაციაზეა საუბარი. 40 რეკომენდაციაა დაახლოებით და მათთან სისტემატურ რეჟიმში, მათი ინფორმირების რეჟიმით ხდებოდა ამ დავალებების ან მითითებების შესრულება,“ - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილებამდე, ყოფილი "ლეოგრანდის", იგივე "ველმონდის" ადმინისტრაციას, შენობის ექსპლუატაცია აეკრძალა.