17 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
"არეალი"- ახალი აუდიო და ტექსტური ინფორმაცია მუზეუმის ვიზიტორებისთვის

სტუდენტებმა და მუზეუმის სპეციალისტებმა ერთობლივი სტარტაპი წარადგინეს, რომელიც ვიზიტორებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენილ ნამუშევრებზე, ტექსტურ და აუდიო ინფორმაციას მიაწვდის.

აპლიკაცია „არეალი“-ს გამოყენება ეროვნულ გალერეაში არსებული პლანშეტების გამოყენებით არის შესაძლებელი და ამ ეტაპზე მასში შეტანილია ნიკო ფიროსმანიშვილის, დავით კაკაბაძის და ლადო გუდიაშვილის 50-მდე ნამუშევრის ინფორმაცია. პროექტი შემდგომ ეტაპზე, მომხმარებლისთვის აპლიკაცია, ეროვნული მუზეუმის სხვა გამოფენებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ხაზს უსვამს ქართულ ინოვაციურ შემოთავაზებას, რომელიც ეროვნულ მემკვიდრეობასთან არის კავშირში.

„ჩვენ არ შევიძინეთ, უკვე მოძველებული ტექნოლოგია სხვადასხვა ქვეყნებიდან, არამედ ეს შეიქმნა საქართველოში, ქართველი ახალგაზრდების მიერ,“- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აბიტურიენტი მერაბ ლალიაშვილი, პროექტის შემქმნელია და იმედოვნებს, რომ აპლიკაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მეტ პოპულარიზაციას მოუტანს.

„ვფიქრობ მსგავსი ტექნოლოგიები და კონკრეტულად ჩვენი აპლიკაცია, ეროვნული მუზეუმი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და რაც მთავარია ამ აპლიკაციის განვითარებას ვაპირებთ, რომელიც ეროვნული მუზეუმის პოპულარიზაციას ძალიან გაზრდის,“- მერაბ ლალიაშვილი.

დღის ამბები