04 მაისი 2024,   15:41
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების ხანმოკლე კომუნიკაცია ნატოს ბრიუსელის სამიტზე სამმხრივი შეხვედრის ფორმატში შედგა, სადაც საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა იმ ინიციატივებზე ილაპარაკა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ვაშინგტონში მისი ვიზიტის დროს დაიწყო, რაც ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას გულისხმობს და საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაშია გამოხატული.

"კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქარველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა," - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები