07 მაისი 2024,   04:41
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონის შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონის შეხვდა. ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის პესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. ასევე, გიორგი მარგველაშვილმა ემანუელ მაკრონის მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აფიქსირებს.

შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს სავიზო ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ.

დღის ამბები