17 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
ყაზბეგის ოკუპაციის გეგმა - ჟურნალისტ გიორგი გვიშიანს სუს-ში 4 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ

დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის გიორგი გვიშიანის გამოკითხვა. საქმე იმ უცნაურ ზარს ეხებოდა, რომელიც მის ტელეფონზე კვირას ღამით გაისმა.

უცნობმა ადამიანმა გიორგი გვიშიანს რუსული სატელეფონო კოდის ნომრიდან დაურეკა და ქართული და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი გეგმის შესახებ მოუყვა. უცხო პირმა ჟურნალისტს რუსულ ენაზე აცნობა, რომ ყაზბეგის ოკუპაცია იგეგმება, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა.

„მივეცი უფლება, რომ დაეთვალიერებინათ ჩემი ტელეფონი, ენახათ შემომავალი ზარები, აინტერესებდათ, როდის ვინც მიერ, ვიცნობდი თუ არა იმ ადამიანს, ვინც მესაუბრა რატომ შეიძლებოდა დაერეკა ჩემთან... ყველა ინფორმაცია რაც ხელთ მქონდა მივაწოდე,“-ამბობს გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები