17 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისია საკანში მსჯავრდებულს დაკითხავს

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს გლდანის ციხეში გამოკითხავენ.

დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 14:00 საათზე ელოდებიან. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გუშინ ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე გამოიკითხა.

პროცესი დახურულ რეჟიმში, ფსიქოლოგების თანხლებით შედგა. მიმდინარე კვირაში კომისია კიდევ ორი არასრულწლოვნის გამოკითხვას გეგმავს - ეს ის მოზარდები არიან, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში უშუალოდ ფიგურირებდნენ.

დღის ამბები