სახალხო დამცველი მიესალმება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ტყიბულის შახტები გამოძიებისა და ექსპერტიზის დასრულებამდე დაიხურება.
"მიმდინარე წლის აპრილში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სწორედ კომპლექსური აუდიტის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო, ტყიბულის შახტები გააგრძელებდა ოპერირებას თუ დაიხურებოდა.
"დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავრობას უნდა ეზრუნა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე და დასაქმების ალტერნატიული წყაროების შექმნაზე. თუმცა, სხდომიდან სამი თვის გასვლის შემდეგაც ამ მიმართულებით რაიმე ხელშესახები შედეგები ჯერ კიდევ არ არის მიღებული," - წერია განცხადებაში.