17 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
სპეციალისტები საქართველოში ბავშვებისა და მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობას დაადგენენ

მსოფლიო საგანგებო სტატისტიკისა და ქართველი ემიგრანტების სისხლში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ტყვიის გამო, ქართველი სპეციალისტები მონიტორინგს იწყებენ, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა შემოწმდება. იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს აკრედიტირებული ლაბორატორია, ნიმუშები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაიგზავნება.

სექტემბრის თვიდან, ბავშვებისა და მოზარდების სისხლში არსებული მძიმე მეტალების შემცველობას არა სელექციური, არამედ ერთიანი კვლევით დაადგენენ. უფასო გამოკვლევა იმ ბავშვებს ჩაუტარდებათ, ვინც შესაბამისი ჩივილებით და საჭიროებით სახვადასხვა კლინიკებში მოხვდებიან. მცირეწლოვნები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, რადგან ბავშვებში აღმოჩენილი ტყვია ფიზიკურ და გონებრივ ჩამორჩენას იწვევს. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ ვალიდური კვლევის შედეგად  დადგინდება, თუ რა მიზეზით ხვდება სისხლში ტყვია, ხოლო შედეგების გაცნობის  შემდეგ, რომელიც წლის ბოლოს იქნება, დაიგეგმება ტყვიასთან ბრძოლის შემდგომი ნაბიჯები.

„აქამდე ჩატარებული კვლევები იყო შერჩევით ჯგუფებზე ბავშვების, სადაც არის გარკვეული ზომიერი მატება, მაგრამ რა არის ამის ძირითადი მიზეზი, საიდან მოდის ეს და როგორ ამაზე კვლევა გაგვცემს ძირითად პასუხს,“- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მონიტორინგის შესახებ საუბრობს იტალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ალესანდრო ალიმინდო და აცხადებს, რომ შემოდგომიდან შეისწავლიან ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას და გარემოში არსებულ ფაქტორებს, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე.

„ტყვია არის ელემენტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იძლევა, ის პირდაპირ აფერხებს ბავშვის ნეიროგანვითარებას,“- აცხადებს ალესანდრო ალიმინდო.

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ უგულავა თვლის, რომ პირველ რიგში უნდა მოიხსნას ის პირველი ზემოქმედების წყარო, რომელიც სისხლში რკინის მოხვედრას პროვოცირებს და თუ არ მოიხსნა ვერანაირი პრეპარატი ვერ დაეხმარებათ.

სტატისტიკის მიხედვით, წელიწადში მსოფლიო მასშტაბით სისხლში ტყვიის შემცველობით გამოწვეული პრობლემებით მილიონობით ადამიანი იხოცება. საქართველოს მაგალითზე მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან საქართველოშ არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორია, სადაც პრობლემა გამოვლინდება.

დღის ამბები