„საქნახშირის“ ხელმძღვანელების გარდა, გამოძიებამ ტრაგედიის შედეგად დაშავებული თანამშრომლების გამოკითხვა დაიწყო. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც მათ მკურნალობენ, უკვე იმყოფებიან, სამართალდამცველები. დაშავებული მუშები გამომძიებლებს ჩვენებას აძლევენ. გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი ადვოკატმა გააკეთა.
„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ალბათ, არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ წესს, რომ დაეკითხათ, იქიდან გამომდინარე, რომ შოკირებული მდგომარეობა ჰქონდათ ამ ამბების მერე. გამოძიებამ ჩათვალა, რომ დღეს დაეკითხათ,“- განაცხადა „საქნახშირი GIG”-ის ადვოკატმა, გია ჯანაშვილმა.
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ოთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.