ნორიოში ხანძარი გაჩნდა. დამწვარია 10 ჰექტარი მიწის ფართობი. ცეცხლი ეკალ-ბარდებსა და მინდორს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფია მობილიზებული.
როგორც ცნობილია, ცეცხლის კიდევ ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება იყო, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს.