ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებული 6 მეშახტე ისევ საავადმყოფოში რჩება.
ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 70%-ე აქვს დამწვრობა მიღებული. ექიმებმა ოპერაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
დაშავებული მეშახტეებიდან სამი თავს შედარებით უკეთ გრძნობს, როგორც ცნობილია, სამივე მათგანს გამოძიება დღეს დაკითხავს.
ტრაგედია ტყიბულში, მინდელის შახტში ერთ-ერთ უბანზე 16 ივლისს მოხდა. აფეთქების შედეგად 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა.