„რუსთავი 2“-ის საქმე რჩება ეუთოს ინტერესის ქვეშ. განმარტება ამის შესახებ მედიის საკითხებში ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჰარლემ დესირემ გააკეთა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და ნებისმიერი ჩარევა თავისუფალი მედიის საქმიანობაში დაუშვებელია.
„ჩვენი ოფისი აკვირდება ამ საკითხს და მონიტორინგს უწევს პროცესს სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას პატივი სცენ, ვიდრე სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, რომ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ტელეარხის განვითარებაზე. ასე, რომ ყურადღებით ვაკვირდებით „რუსთავი 2“-ის საქმეს და მიგვაჩნია, რომ საქართველოში მედია მრავალფეროვანი უნდა იყოს. თავიდან აცილებული უნდა იქნას, მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა,“ - განაცხადა ჰარლემ დესირიმ.